ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ და მოსახლეობას 8 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ბუკიას ბაღიდან სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ და ფლაერებს არიგებენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა განმარტა, ისინი მოსახლეობას არჩევნების გაყალებების დამადასტურებელი ოქმების ასლებს ურიგებენ და 8 ნოემბერს დანიშნულ საპროტესტო აქციაზე იწვევენ. ლევან თარხნიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

„დღეს მთლიანად ოპოზიციური სპექტრი მორიგ ჯერზე ვარიგებთ, ერთი მხრივ, იმის დამადასტურებელ საბუთებსა და ოქმებს თუ როგორ გაყალბდა არჩევნები და მეორე მხრივ, ვეპატიჟებით ყველას 8 ნოემბერს დანიშნულ ღონისძიებაზე, სადაც კიდევ ერთხელ გავაპროტესტებსთ არჩევნების გაყალბებას. ჩვენ ყველამ ერთად უკვე განვაცხადეთ, რომ ერთი მხრივ, არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, მეორე მხრივ, არ შევდივართ პარლამენტში და არ ვმონაწილეობთ მეორე ტურში. ერთადერთი, რაც შეიძლება, გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“- დანიშნოს ახალი არჩევნები“, -განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს