კახა კალაძე - მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, გამიხარდებოდა ოპოზიციის შესვლა პარლამენტში, დანარჩენი დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ის ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლას მიესალმებოდა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციას შეუძლია კრიტიკულიც იყოს.

„მივესალმებოდი იმას, რომ ოპოზიციური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ გარკვეულმა ნაწილმა ზუსტად იმიტომ დაუჭირა ამ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს მხარი და გამოუცხადა მხარდაჭერა, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა, ისაუბრონ და გააკეთონ ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებასთან ერთად. რა თქმა უნდა, კრიტიკულებიც შეუძლიათ იყვნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს გამიხარდებოდა მათი შემოსვლა პარლამენტში, დანარჩენი დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“,-განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო