დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს ქვეყანაში და თვითონაც უფრო ღრმად შედის კრიზისში

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კიდევ უფრო ღრმა კრიზისიში შედის, რადგან ქუჩაში გამოსულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ხმას იცავენ, საპოლიციო ძალას უპირისპირებს.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პოლიციაზე, კლანსა და ფულზე დამდგარი ხელისუფლება საქართველოს ვერ ეყოლება და ამ ყველაფერ კვირას, 15:00 საათზე, ქართველი ხალხი ერთად გააპროტესტებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს ქვეყანაში და თვითონაც უფრო ღრმად შედის კრიზისში იმით, რომ ქუჩაში სიმართლისა და დემოკრატიის დასაცავად გამოსულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი და საზოგადოების ხმების დაცვას ითხოვენ, უპირისპირებს საპოლიციო ძალას და უპირისპირებს მოსამართლეების კლანს.

ამიტომ, ასეთი ხელისუფლება კიდევ უფრო ღრმა კრიზისიში შეიყვანს ქვეყანას, ესაა გარდაუვალი და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ვისაც გვინდა ამ ქვეყანაში სიმშვიდე და ნორმალური მომავალი, გამოვიდეთ და ყველამ ერთად ვუთხრათ არა ამ ხელისუფლებას.

ამიტომ, ვერანაირი დაჭერებით გაყალბებული არჩევნების გამართლება ვერ მოხდება, საზოგადოების ხმა აუცილებლად უნდა გაიგონოს ხელისუფლებამ, მას სხვა გზა არ აქვს და ამ მიზნით კვირას, 3 საათზე ყველა უნდა შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალაზე, პოლიციაზე, კლანზე, ფულზე დამდგარი მთავრობა ამ ქვეყანას ვერ ეყოლება, ქართველებს უნდათ სიმართლე, ქართველებს უნდათ თავისუფალი არჩევანი და თავისუფალი ქვეყანა და ეს ჩვენი თავისუფლება ყველამ ერთად მშვიდობიანად უნდა დავიცვათ კვირას, 3 საათზე, დიდ საერთო სახალხო აქციაზე,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა