პაატა იმნაძის განცხადებით, თუ პაციენტს კლინიკური ნიშნები აქვს, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის შედეგი PCR-ით გადამოწმებას აღარ ექვემდებარება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, თუ პაციენტს კლინიკური ნიშნები აქვს, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის შედეგი PCR-ით გადამოწმებას აღარ ექვემდებარება.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ხდება თუ არა სწრაფი ტესტის შედეგის PCR-ით გადამოწმება, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ის სწრაფი ტესტები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება მგრძნობელობითა და სპეციფიურობით თითქმის PCR ტესტის მსგავსია.

„ის ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომელიც ახლა საქართველოში გვაქვს არის სამხრეთ კორეის წარმოების, რომელიც რეკომენდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მისი მგრძნობელობა თითქმის 97%-ია, ხოლო სპეციფიურობა თითქმის 100%. ანუ პრაქტიკულად არაა ანტიგენზე დამყარებული ტესტის განსხვავება PCR-ისგან არც მგრძნობელობაში და არც სპეციფიურობაში. უკვემოეწერა ხელი პრემიერ-მინისტრის განკარგულებას და პრაქტიკულად დღეიდან უკვე ოფიციალურად არის განსაზღვრული ის კატეგორიები, სადაც უპირველესად უნდა გამოიყენონ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი დიაგნოსტიკის დროს“,-აღნიშნა პაატა იმნაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა