არჩილ თალაკვაძე რამაზ პატარიძის გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მეცნიერ რამაზ პატარიძის გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც თალაკვაძის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რამაზ პატარიძის გარდაცვალება დანაკლისია ქართული ენათმეცნიერებისთვის და მთელი ქვეყნისთვის.

„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მეცნიერის და ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრის, რამაზ პატარიძის გარდაცვალების გამო. მან მთელი ცხოვრება ქართული ანბანის შესწავლას და მსოფლიოსთვის მისი უნიკალურობის გაცნობას მიუძღვნა. მისი გარდაცვალება დანაკლისია ქართული ენათმეცნიერებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ რამაზ პატარიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის სამძიმრის წერილში.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა