ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სურდათ, ვაკის საოლქო კომისიაში დაეტოვებინათ ოქმები, „რომელიც ადასტურებს, როგორ გააყალბა „ოცნებამ“ ხმები“, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მას და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებს სურდათ ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაეტოვებინათ ოქმები, რომელიც იმას ადასტურებს თუ როგორ გააყალბა „ქართულმა ოცნებამ“ ხმები. ირმა ნადირაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ის არის მოქმედი დეპუტატი და ამასთანავე, არის პროპორციულ სიაში და საოლქო საარჩევნო კომისიაში შესვლის უფლებაც აქვს, სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

„აქ მოვედით, სამართალდამცველები გამოვიდნენ და რაღაც ტონით დაგვიწყეს ახსნა, რომ თურმე არ შეგვიძლია შესვლა. სინამდვილეში კანონი გვაძლევს უფლებას, მე მოქმედი დეპუტატი ვარ, სიაში ვარ, ჩვენ შეგვიძლია შიგნით შესვლა, მაგრამ ესენი ხომ კანონს არ ასრულებენ. კარგი იქნებოდა, რომ ეს ოქმები მიგვეტანა და გვეჩვენებინა 500 ხმა როგორ გადაკეთდა 800 ხმად. ამის ჩვენება და შეტანა გვინდოდა, მაგრამ რა ვქნათ, თვითონაც ხომ იციან რა სიყალბე ჩაიდინეს“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო