კოსოვოს პრეზიდენტმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ინფორმაციით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰააგის სპეციალურმა სასამართლომ მისთვის ომის დანაშაულის გამო ბრალის წაყენების გადაწყვეტილება დაადასტურა.

კოსოვოს საკითხებზე მომუშავე საგანგებო პროკურატურამ, ჰაშიმ ტაჩის ბრალი სავარაუდო ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის, მათ შორის 100-მდე მკვლელობის შემთხვევის გამო ივნისში წარუდგინა.

ივნისში პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ თანამდებობიდან გადადგებოდა, თუკი სასამართლო დაადგენდა, რომ პროცესის დასაწყებად საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. თუმცა, ამასთან იგი ბრალდებებს უარყოფს.

„მე არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ სასამართლოს წინაშე კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში წარვსდგე. შესაბამისად, პრეზიდენტის აპარატის და ქვეყნის მთლიანობის, აგრეთვე მოქალაქეთა ღირსების დასაცავად, მე გადავდექი კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან ”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ტაჩი პრეზიდენტის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა. მანამდე ის პრემიერ-მინისტრი იყო. როგორც „ევრონიუსი“ წერს ის ერთ-ერთი პარტიზანი ლიდერი იყო 1990-იან წლებში სერბეთისგან კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა