გია ვოლსკი - ცესკო-ს თავმჯდომარეს გაყალბების არანაირი რესურსი არ აქვს, რომც ჰქონდეს სურვილი - ცესკო-ში ოქმების შეჯამება ხდება

ცესკო-ს თავმჯდომარეს რესურსი არ აქვს, რომ გააყალბოს, რომც ჰქონდეს ამის სურვილი ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დისციპლინარული დევნა უნდა დაიწყოს კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც მნიშვნელოვანი გადაცდომები ჰქონდა. თუმცა, დეპუტატი აქვე დასძენს, რომ ასეთი გადაცდომები არ არსებობს.

„ცესკო-ს თავმჯდომარეს, თუ არ არის თარხნიშვილი ან სხვა, ვინც დღეს ოპოზიციაში ლიდერად გვევლინება, არანაირი რესურსი არ აქვს გაყალბების, სურვილი რომც ჰქონდეს. მას მოსდის ტექნიკურად, ცესკო-ში ამ ოქმების შეჯამება ხდება. თუ გადათვლები საჭიროა, რასაკვირველია, დისციპლინარული დევნა შეიძლება, დაიწყოს კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც დაუშვა ისეთი გადაცდომა, რომელმაც გავლენა იქონია კონკრეტულ უბანზე ან მით უმეტეს მთლიანად საქართველოში არჩევნების შედეგებზე, მაგრამ ასეთი არ არის და ამას ადასტურებს სადამკვირვებლო მისიები, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები. პასუხი არგუმენტირებული, რაც გავიგეთ ოპოზიციის ლიდერ ბატონ შალვა ნათელაშვილისგან, ის არის, რომ ტრამპი უნდა წავიდეს, ახალი ადმინისტრაცია მოვიდეს და აშშ-ის დამოკიდებულებაც შეიცვლება ვთქვათ, მისი განცხადებების მიმართ“, -განაცხადა ვოლსკიმ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!