“ლელო” -  “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბების უფლებას არ მივცემთ

ჩვენ მიერ დაწერილი საჩივრებიდან არცერთი არ არის განხილული. განსახილველად კი გადაგვამისამართეს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის სასამართლოში , - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

“ლელოს” ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” მიერ გაყალბებულ არჩევნებზე ისაუბრეს.

როგორც “ლელოში” აცხადებენ, “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას ცესკოს ავალებს.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან კობერიძის თქმით, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, ოპოზიციას გადააბრალოს მდგომარეობის ესკალაცია.

“ვაკის ოლქი ყველაზე აქტიური იყო თბილისში, სადაც 60%-ზე მეტი მოქალაქე მოვიდა თავისი ნების გამოსახატად. გამოცდილების მიხედვით, ამ რაოდენობის ამომრჩევლის დაფიქსირება მიუთითებს ქვეყნაში ცვლილებების სურვილს. ამის საპირისპიროდ მივიღეთ ცესკოს მიერ გაყალბებული არჩევნები. მაშინ, როდესაც ვაკის ოლქში 5 ათასზე მეტი გაბათილებული ბიულეტენია, რაც მოსული ამომრჩევლის 10%-ს შეადგენს. ჩვენ მიერ დაწერილი საჩივრებიდან არცერთი არ არის განხილული. განსახილველად კი გადაგვამისამართეს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის სასამართლოში. “ქართული ოცნება” ცესკოს არჩევნების გაყალბებისკენ მიუთითებს, რათა დაიკარგოს ის რეალური ნება, რისი დაფიქსირებაც სურდათ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა კობერიძემ.

ამასთან, ბრიფინგზე, “ლელოს” ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კოჟორიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძნა ივანიშვილმა სიმართლის დადგენის ყველა შანსი დაკეტა.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენის ყველა შანსი დაკეტა. ამას ხაშურის მაგალითიც ადასტურებს. ხაშურის მერიის განმარტება საარჩევნო პლაკატებზე მმართველი გუნდის პლაკატების გადაკვრასთან დაკავშირებით იყო ის, რომ მხოლოდ სატელეფონო ზარით განიხილეს ჩადენილი ფაქტი. რაც შეეხება გაყალბებულ ბიულეტენებს, ერთადერთი შანსი სასამართლო დაგვრჩა, სწორედ ის სასამართლო, რომელიც მიკერძოებულია. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელიც უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა კოჟორიძემ.

როგორც “ლელოს” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ განაცხადა არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

“როგორც ყველა რეგიონში, ისე გურიაში დაფიქსირდა გაყალბება. ოლქების დიდ ნაწილში არის დისბალანსი, არ ჯდება ის რაოდენობა, რაც რეალურად იყო მოსული არჩევნებზე. ვიტყოდი, რომ პოლიტიკური შეფასების ნაწილში არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია“, - განაცხადა სიორიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო