თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ონლაინ ფორმატში იმართება

3-6 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, პანდემიის გამო ფესტივალი წელს ონლაინ ფორმატში იმართება.

მათივე ცნობით, ფესტივალის ფარგლებში გამოცხადდა პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსი; კინორეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა ფიჩინგის ტრენინგი ჩაატარა, დღეს კი ჟიურის წევრების წინაშე 17 ახალბედა კინორეჟისორი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტს წარადგენს. სამ საუკეთესოს სპეციალური ჟიური გამოავლენს.

„თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი წელს 5 ქვეყნის 5 საუკეთესო კინოსკოლას აერთიანებს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გერმანიის, პოლონეთის, ისრაელის, არგენტინისა და საქართველოს კინოსკოლების სპეციალური 120 წუთიანი კინოპროგრამების ნახვა ე.წ. Live Stream-ის მეშვეობით არის შესაძლებელი.

ფესტივალი 6 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება; ფორუმის I, II და III ადგილის ლაურეატებს ჟიურის წევრები გამოავლენენ და მათ სცენარის განვითარებისთვის ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ცერემონიაზე კინოპროგრამის გამარჯვებულებიც დასახელდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული/დოკუმენტური/ანიმაციური ფილმები.

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. პროექტი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ფესტივალის მეგობრები: გოეთეს ინსტიტუტი საქართველო, ტელეკომპანია „არტარეა“ და სტუდენტური ტელევიზია TAFU TV“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო