ლევან ნატროშვილი - ჩვენ ახლაც წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და პარტიების აქტივობას  შეზღუდვები არ უნდა შეეხოს - თუ ასე არ იქნება, კითხვები გაჩნდება, ხომ არ იზღუდება გამოხატვის თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აქციებსა და პოლიტიკურ აგიტაციებზე შეზღუდვა არ უნდა დააწესოს, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, რომ პოლიტიკური პარტიები იზღუდებიან.

როგორც ლევან ნატროშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, თუ ხელისუფლებას ქვეყანაში ისედაც გამწვავებული ვითარების კიდევ უფრო დამძიმება არ სურს, ოპოზიციური პარტიების აქტივობებზე გამონაკლისი უნდა დაუშვას, როგორც ეს წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა.

„როგორც იცით, გამონაკლისი იყო დაშვებული წინასაარჩევნო პერიოდში, რომ პოლიტიკურ პარტიებს ხელი არ შეშლოდათ. აქაც, იდეაში, ჩვენ ვართ წინასაარჩევნო პერიოდში, ვინაიდან მეორე ტური უნდა დაინიშნოს ბევრ საარჩევნო ოლქში. ამიტომ, წესით, შეზღუდვები ისევ არ უნდა შეეხოს პოლიტიკური პარტიების აქტივობას და თუ რაიმე განსხვავებული მიდგომა იქნება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები გაჩნდება იმ კუთხით, ხომ არ იზღუდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

თუ ხელისუფლებას სურს, რომ ქვეყანაში სიტუაცია, რომელიც ისედაც არ არის მშვიდი, კიდევ უფრო არ გამწვავდეს, წესით, ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას და კვლავ უნდა დარჩეს გამონაკლისი ასეთი ტიპის შეკრებებზე და ამ შემთხვევაში, თვითონ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობისა და მათი მხარდამჭერების სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე იქნება, თუ რამდენად დაიცავენ პანდემიის საწინააღმდეგოდ შემუშავებულ წესებს და რამდენად გაუფრთხილდებიან საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს, ისე როგორც ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში იმისთვის, რომ მერე არ გაჩნდეს ეჭვები, რომ იზღუდებიან პარტიები, რათა მათ არ ჩაატარონ გარკვეული აქცია, მაგალითად რომელიც არის დაგეგმილი კვირას,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვარაუდით, ოპოზიციის აქციები „დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას და უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით“. გახარია არ გამორიცხავს, რომ ოპოზიური სპექტრის აქტივობის გამო გადასახედი გახდეს წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობა.

„ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის გამო დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობა გადასახედი გვექნება“, - აღნიშნა პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება