ბადრი ჯაფარიძე - მშვიდობიანი პროტესტები უწყვეტად გაგრძელდება

"ჩვენ ყოველდღიურად გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს გაყალბებულ არჩევნებზე. შედეგებს არ ვცნობთ და არ ვეთანხმებით," - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ საერთო ოპოზიციური და მშვიდობიანი მსვლელობის დროს განაცხადა.

"ეს არის ერთ-ერთი მშვიდობიანი აქცია. შესაბამისად, ოპოზიცია გააგრძელებს უწყვეტ პროტესტს. ჩვენ ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს და სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომელიც დღეს კანონით არის გათვალისწინებული. ამის პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოება მზად არის, ჩაერთოს განხილვებში, რომელიც ათასობით სარჩელს მოიცავს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ცესკო-ს მოუწოდა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან მომზადებული ყველა საჩივარი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით განიხილონ.

"სარჩელების განუხილველად დატოვება არის თვალის დახუჭვა იმ აღმაშფოთებელ დარღვევებზე და გაყალბებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ამიტომ მე მოვუწოდებ ცესკოს, მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ყველა საჩივარი, რომელიც მომზადებულია ოპოზიციური პარტიების მხრიდან, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით იყოს განხილული. ეს არის მნიშვნელოვანი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პროტესტი ძალიან საფუძვლიანია“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს