თბილისის საოლქო კომისიებთან აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი 6 ნოემბრისთვის გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე 4 ნოემბერს, დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების სახით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაიკითხნენ, რომლებიც დაკავებაში იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნული სასამართლო პროცესი ხვალ, 6 ნოემბერს, 13:00 საათზე გაგრძელდება.

დაკავებული შვიდი პირის უფლებადამცველის, გიორგი ცობეხიას ინფორმაციით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე წარმოადგენენ ვიდეომასალას, რომელზეც ყველა პირის დაკავება არის ასახული.

,,ხვალისთვის დაგეგმილია წარვადგინოთ ის ვიდეომასალა, რომლითაც უშუალოდ დასტურდება, როგორ მოხდა შვიდივე პიროვნების ცალ-ცალკე დაკავება, რომ მათი მხრიდან არ ჰქონია წინააღმდეგობის გაწევას ადგილი, დაკავების მიზეზი არ ყოფილა, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უთვლიან ამ პირებს. შვიდივე მათგანის ოქმი არის აბსოლუტურად იდენტური, არანაირი განსხვავება განმარტებებში პოლიციელების მხრიდან არ არის", - აღნიშნა გიორგი ცობეხიამ.

მისივე თქმით, გარდა პოლიციელების ახსნა-განმარტებებისა, საქმეში სხვა მტკიცებულება არ დევს და შეუძლებელია სამართალდარღვევად ვცნოთ ის დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა შვიდივე პირის შემთხვევაში.

"მტკიცებულება საქმეში მათი მხრიდან არის წარმოდგენილი მათივე ახსნა-განმარტებები. ზოგ შემთხვევებში ამბობენ, რომ სამხრე კამერის ჩართვა დაავიწყდათ, გაუმართავი იყო და ადამიანურ მიზეზებს ასახელებენ. რეალურად, გარდა პოლიციელების ახსნა-განმარტებებისა საქმეში სხვა მტკიცებულება არ დევს და ასეთ პირობებში შეუძლებელია სამართალდარღვევად ვცნოთ ის ქმედებები რომელსაც თვლიან, რომ ადგილი ჰქონდა შვიდივე პირის შემთხვევაში", - განაცხადა გიორგი ცობეხიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს