ისნის საოლქო კომისიასთან აქციის მონაწილეებმა გალია მიიტანეს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან, "სტრატეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ გალია, რომელიც, მათივე თქმით, სიმბოლურად ციხეს გამოხატავს.

მათ გალიაში მოათავსეს ფურცელზე დაწერილი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების სახელები და აღნიშნეს, რომ ყველა ეს ადამიანი არჩევნების გაყალბებისთვის ციხეში უნდა იჯდეს.

"ქართველ ხალხს ცდილობენ საკენკი დაუყარონ, თუმცა ეს საკენკი ბიძინა ივანიშვილმა უნდა აკენკოს", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათივე განცხადებით, კომისიის წევრებმა განუხილველად დატოვეს ყველა ის საჩივარი, რომელიც წარდგენილი იყო.

იხილეთ ვიდეო:ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქტივისტებმა გალია და საკენკი მიიტანეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო