ირაკლი კობახიძე - სუს-ში  წარვადგინე იმ ადამიანების სია, რომლებიც იყვნენ მოაზრებული დესტრუქციული სცენარისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც კობახიძე განმარტავს, მისი გამოკითხვა ბრიფინგზე გაჟღერებულ იმ ინფორმაციას ეხებოდა, რომელიც ქვეყანაში ე.წ. რევოლუციურ სცენარს უკავშირდებოდა.

„დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავავრცელე, საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში, "ნაცმოძრაობის" ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისზე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მე დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე ინფორმაციის შინაარსი, ასევე წარვადგინე იმ ადამიანების სია, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის, რა თქმა უნდა, ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა.

მაშინ ვთქვით, რომ შექმილი იყო ჯგუფები, ე.წ. ეკიპაჟები იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებიც იყვნენ მათ შორის ყოფილი ძალოვნები, მათ ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება, რომლებიც გამოჩნდა არჩევნების დღეს, ადამიანები შეიარაღებულები გადაადგილდებოდნენ, მათ შორის ჰქონდათ ელექტროშოკები და ა.შ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა, რაც არჩევნების დღეს დადასტურდა კიდეც“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას სჭირდება პრევენცია და აღნიშნულსაც ემსახურება მის მიერ დღეს სუს-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

"არჩევნების შემდეგ პერიოდთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული გეგმები და ამაზე ჩემი ინფორმაცია მივაწოდე სამსახურს. ჩვენ დავასახელეთ მათი ლიდერების გვარები, ეს მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც შექმნილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი ამ მთავარი კრიმინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის და მასთან ერთად ამ კუთხით მოქმედებდნენ ასევე რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, რომელთაგან მაგალითად, კიდევ ერთხელ დავასახელებდი დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც ჩართულები ამ სცენარის განხორციელებაში, ეს ყველაფერი იგეგმებოდა მათ მიერ, ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ამასაც ემსახურებოდა ჩემ მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია. წყაროს ვერ დაგისახელებთ, დავუსახელე უსაფრთხოების სამსახურს, ისევე, როგორც ინფორმაცია გავაცანი დეტალურად. თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან წყაროს დასახელებას, ესეც არ არის პრობლემა",- აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს