ირაკლი კობახიძე - არჩევნების გაყალბების პრაქტიკა 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს

არჩევნები არ გაყალბებულა, ტექნიკური ტიპის ხარვეზები იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, არჩევნებზე მანიპულაციებსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა, ორ უბანზე და აღნიშნულთან დააკავშირებით, ოქმები შედგა.

„რაც შეეხება საოლქო კომისიებთან მიმდინარე პროცესებს, ამას კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ, ეს აჩვენებს რა თქმა უნდა, დაბალ პოლიტიკურ კულტურას, რაზეც მიანიშნებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური კულტურა კიდევ განვითარების პროცესშია. როცა ხდებოდა ხმების გადათვლა, რაც ქართულ საარჩევნო ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება ხმების გადათვლის თაობაზე, ნაცვლად კონსტრუქციული მიდგომის გამოვლენისა, ამ პროცესის პარალელურად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ატარებენ აქციებს, რაც მიუღებელია. რაც კიდევ ერთხელ მათ დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს.

გუშინ, 11 უბნის მონაცემები გადაისინჯა, ეს არის ე.წ. პრობლემური უბნები, ასე მიაჩნდათ შესაბამის გამსაჩივრებლებს, გადათვლილი იქნა ეს 11 უბანი და გაირკვა, რომ არსებითი ხარვეზი ამ უბნებზე არ იყო. ყველაფერი ნათელია, დანარჩენი სპეკულაციებია და ზუსტად იმ სცენარის ნაწილია, რაზეც დღეს სუს-ს ვესაუბრებოდი. არჩევნები არ გაყალბებულა, ტექნიკური ტიპის ხარვეზები იყო, მანიპულაცია დაფიქსირდა 2 უბანზე, ესეც უნდა აღინიშნოს, ამასთან დაკავშირებითაც შედგა ოქმები და ჩასწორებები გაკეთდა. რაც შეეხება არჩევნების გაყალბებას, ეს პრაქტიკა 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო