აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც მოხდა

ვაკის მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან ზვიად კუპრავა განარიდეს, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ ადამიანების შეშვებას ითხოვდა, რომელთაც შესაბამისი მოწმობები ჰქონდათ.

ვაკის მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან მისული ზვიად კუპრავა ასევე ითხოვდა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ბესიკ ლაჩაშვილთან შეხვედრას და აცხადებდა, რომ მისთვის მტკიცებულებების გადაცემას აპირებდა, რომელიც არჩევნების გაყალბებას ასახავდა. უფრო კონკრეტულად, მან წარმოადგინა ვიდეომასალა, თუ როგორ აღმოაჩინეს ერთ-ერთი უბნის ნაგვის ურნაში ალტერნატიული საარჩევნო ბიულეტენები. მას შემდეგ, რაც ბესიკ ლაჩაშვილი მასთან შესახვედრად არ გამოვიდა, ზვიად კუპრავამ საარჩევნო ოქმები პოლიციელებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მიმართულებით ისროლა, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აქციაზე ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთანაც. ამ შემთხვევაშიც ოპოზიცია სხდომაზე დასწრებას ითხოვდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს