ლევან ხაბეიშვილი - სამგორში 50 პოლიციელია მობილიზებული და მე ერთი ადამიანი ვარ მოსული, ქაჯეთის ციხეა

სამგორის რაიონის მეექვსე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც კომისიის სხდომა და საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი მივიდა.

ხაბეიშვილს კომისიის სხდომაზე შესვლა სურს, თუმცა შენობასთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც ამის უფლებას არ აძლევენ.

როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, კომისიის წევრები არა ოპოზიციის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებსაც კი არ განიხილავენ.

“50 პოლიციელია მობილიზებული და მე ერთი ადამიანი ვარ მოსული. ქაჯეთის ციხეა. ერთი ხაბეიშვილისგან უნდა დაიცვან თავი. ქურდები და გამყალბებლები არიან. სამწუხაროა, რომ თითოეული ეს პოლიციელი კანონს არღვევს. ვისგან იცავენ შენობას, ვინმე აქციას ატარებს? რამე უკანონოს ვითხოვ?”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს