ოპოზიციური პარტიების აქტივისტებმა მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ცესკოს წარმომადგენლებს  „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს

მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები „სირცხვილის დერეფანს“ აკეთებენ, იმისთვის, რომ საოლქო კომისიიდან გამოსული ცესკოს წარმომადგენლები და კომისიის თავმჯდომარე აღნიშნულ კორიდორში გაატარონ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს იქნება მშვიდობიანი პროტესტი.

ცნობისთვის, მთაწმინდის საოლქო კომისიასთან აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. კომისიაში სხდომა უკვე დასრულდა.

ამ წუთებში დაპირისპირებაა ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა