აქტივისტებმა სამგორის საოლქო კომისიასთან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს

სამგორის #6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის აქტივისტები არიან შეკრებილები.

ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გააყალბა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ბიძინა ივანიშვილმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მათ თავისუფალი არჩევანის უფლება წაართვა.

ერთ-ერთმა აქტივისტმა შენობის შესასვლელთან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს