ურმას რეინსალუ საქართველოს არჩევნებზე - მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ საქართველოს საპარალამენტო არჩევნებს "ტვიტერზე" ეხმაურება.

ურმას რეინსალუს განცხადებით, მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, თუმცა, საჭიროა ძალისხმევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

"ვუერთდებით ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) შეფასებას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართა საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. საჭიროა შემდგომი ძალისხმევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით 21 ნოემბერს დანიშნული მეორე რაუნდის გათვალისწინებით", - წერს საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა