ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - ცენტრალურ ოფისში 6 ნოემბერს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც, ოფისი ბენეფიციარებს ვერ მიიღებს

კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცენტრალურ ოფისში (მისამართი: ქ.თბილისი; გორგასლის შესახვევი 12 ა), 6 ნოემბერს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც, ოფისი ბენეფიციარებს ვერ მიიღებს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

„ჩვენს ბენეფიციარებს მივმართავთ თხოვნით, გაითვალისწინონ არსებული გარემოება, ხოლო უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე: ან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე: info@veterans.gov.ge ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებს მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა