ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი პინგვინებად და ზებრებად აპირებს პარლამენტის გადაკეთებას

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათი ბრძოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ "პარლამენტი პინგვინებად და ზებრებად აქციოს".

"აქ აქციას არ ვაპირებდი, მარტო მოვედი, მაგრამ ხედავთ, რამდენი ადამიანია მობილიზებული, ნაცვლად იმისა, რომ კრიმინალს, ხმების ქურდებს და იმ ხალხს ებრძოდნენ, ვინც კონსტიტუციური უფლება ჩამოართვა მის აღმატებულება ქართველ ხალხს.

ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ ბოლომდე. უკან დახევა გამორიცხულია. ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, ამ პარლამენტში შესვლას არცერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს. ეს არის ფაქტობრივად ისტორიული შემთხვევა, როცა ყველა ოპოზიციური პარტია არის ერთ აზრზე. ბრძოლა მანამდე გაგრძელდება, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლება არ დაუბრუნდება ქართველ ხალხს. ერთადერთი, ვინც არჩევნებში დამარცხება არ აღიარა, "ქართული ოცნებაა". შესაბამისად, ამას ვერ შევარჩენთ. კონსტიტუციური უფლება ჩამორთმეული გვაქვს. საქართველოში ფაქტობრივი დიქტატურა მყარდება. შეიძლება ეს ვიღაცას 21-ე საუკუნეში უტოპიად ეჩვენებოდეს, მაგრამ დიახ, 21-ე საუკუნეში ბიძინა ივანიშვილი პინგვინებად და ზებრებად აპირებს პარლამენტის გადაკეთებას. არ გამოვა, ისედაც საკმარისზე მეტი პინგვინი და ზებრა ჰყავს პარლამენტშიც და მთავრობაშიც. ქართველ ხალხს თავი დაანებოს ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, კვირას, 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე დაცული იქნება დისტანცია და მოქალაქეებს დაურიგდებათ პირბადე.

"ბევრად მეტი კორონაა ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე ის პრობლემა, რაც სამედიცინო მიმართულებით გვაქვს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა