სერგო ჩიხლაძე - "ქართულ ოცნებას" ასობით ხმა აქვს მოპარული, ეს არის გაუგონარი სიყალბე, ქურდობა, რომელიც შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ცესკო-მ არც ერთი ოქმი არ განიხილა, რომლის მიმართაც ოპოზიციას პრეტენზიები ჰქონდა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ოპოზიციის მოთხოვნების შეუსრულებლობამდე, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

ამასთან, მისი თქმით, ისინი სამართლებრივ ბრძოლასაც დაიწყებენ.

"არცერთი ოქმი არ განიხილეს. უბრალოდ, არც კი მიიღეს განსახილველად. არადა, თითოეულ უბანზე, რაც შავით თეთრზე დასტურდება, ოპოზიციური პარტიების ასობით ხმაა მოპარული. ჩვენი დათვლით, 3800 ოქმიდან 2000-ზე მეტში საოცარი აცდენაა. ასობით ხმა აქვს გაყალბებული და მოპარული "ქართულ ოცნებას". ეს არის გაუგონარი სიყალბე, გაუგონარი ქურდობა, რომელიც შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა. მაშინ 4-5 პროცენტზე იყო საუბარი",- განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, არჩევნების გასაყალბებლად ხელისუფლებამ მიმართა ე.წ. კარუსელებს, მოსახლეობის მოსყიდვასა და დაშინებას. როგორც მან აღნიშნა, ასობით ოქმია გასაჩივრებული.

"სამომავლო ნაბიჯი არის დიდი შეკრება 8 ნოემბერს, პარლამენტის წინ, სადაც ბევრი ადამიანი მოვა. ეს აქციები გაგრძელდება, რადგან ცესკო-მ მოგვიყარა ოქმები და საერთოდ არ მიიღო განსახილველად. სასამართლოშიც წავა ეს ოქმები, მაგრამ პარალელურად, გაგრძელდება ქუჩის აქციები, როგორც ეს იყო პროპორციული არჩევნების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც საერთო ოპოზიციის გამარჯვებით დაგვირგვინდა, ესეც გამარჯვებით დაგვიგვირგვინდება",- განაცხადა ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა