დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე - ტემპერატურის აწევის გარდა სხვა რესურსი არ გააჩნიათ

გონივრული რაოდენობის საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საუბარია სულ 1-2 პროცენტზე, რომელიც არსებითად ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად ოპოზიციას არ აქვს არავითარი რესურსი ტემპერატურის აწევის გარდა და რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ კოვიდის მხარეს დგას.

მათიკაშვილის თქმით, იმ პირობებში, როცა არის პანდემიის აფეთქება, "ნაციონალური მოძრაობა" წირავს თავის ამომრჩეველს და „ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ თუ როგორ ეპყრობა "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ბელადი საკუთარ ამომრჩეველს.“

„ოპოზიცის დესტრუქციული ქმედებების შესახებ არჩევნებამდე ბევრად ადრე ვეუბნეოდით საზოგადოებას, რადგან ნათელი იყო, რომ ასეთ ნაბიჯებს ოპოზიცია აუცილებლად გადადგამდა იმ რეიტინგიდან გამომდინარე, რაც მათ მანამდეც გააჩნდათ, რაც თავისივე ეგზიტპოლებმა აჩვენეს. სიტუაციის დაწევის და ტემპერატურის აწევის გარდა მათ სხვა რესურსი არ გააჩნიათ და ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. ყველამ იცის ძალიან კარგად, რომ შესვლა სხდომაზე, სადაც ხორციელდება შესაბამისი პროცედურა, არის ძალიან მკაცრად რეგლამენტირებული, პირდაპირ წერია კანონმდებლობაში, რომ მხოლოდ პარტიის წარმომადგენლები იმ რაოდენობით, რაც წერია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა იმ პირს, რომელსაც კანონმდებლობა მოიცავს, აქვთ სრული უფლება შევიდნენ და დაესწრონ ამ სხდომებს. ეს ხალხი, პარტიების წარმომადგენლები იქ იყვნენ და ადამიანები რომლებიც ფიზიკურად ძალადობდნენ პოლიციაზე, იყვნენ იქ, იდგნენ იმისთვის, რომ იცოდნენ რომ არავინ შეუშვებდა რადგან არაუფლებამოსილი პირები იყვნენ. ისინი ცდილობენ არაფრიდან შექმნან პრობლემა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მან არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოუწოდა, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოს.

„საია-ს ედო ჩასწორებული ოქმები თავიდან რომ გაეცნობი, გგონია, რომ ეს ძალაშია, სინამდილეში უკვე გამასწორებელი ოქმი გაკეთებულია და ის ბალანსია დაჯენილი, რაც რეალობას შეესაბამება. საზოგადოება არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა