გიგა მაქარაშვილი - თამარ ჟვანიას მოვუტანეთ „ჯილდოები“ - საანგარიშო „ჩოთქი“, გამრავლების ტაბულა, ჩრდილოეთ კორეის ვიზა და შუბლის ძარღვის იმპლანტი, რაც ყველაზე მეტად სჭირდება

ვერანაირი კოვიდ სიტუაცია ბიძინა ივანიშვილს ვერ უშველის, კოვიდი უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებთან, ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ცესკოსთან მეორედ მივიდა, პირველ ჯერზე კი საჩუქრებიც დატოვა, მათ შორის, "შუბლის ძარღვის იმპლანტი, რომელიც „თამარ ჟვანიას ყველაზე მეტად სჭირდება“.

„მოვედით ცესკო-სთან, სადაც მთავარი გამყალბებელი ზის - ქალბატონი ჟვანია და დღეს მეორედ ვარ. შუადღეს ვიყავი, მოვედი აქ და მოვუტანე „ჯილდოები“ - „ოქროს ჩოთქი“, გამრავლების ტაბულა, ჩრდილოეთ კორეის ვიზა, შუბლის ძარღვის იმპლანტი, რაც ყველაზე მეტად სჭირდება. შევეცადეთ, რომ ოდნავ განგვემუხტა სიტუაცია, გადაგვეტანა იუმორში და დავცინეთ. იმდენად სამარცხვინოდ იქცევიან, უნდა დავცინოთ, იქნებ ამან მაინც იმუშაოს. ფაქტია, რომ არაფერი ესმით, არანაირ რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ.

ბიძინა ივანიშვილი და მისი ძალიან სუსტი გუნდი ვერ გაძლებს დიდხანს ამ კრიზისში, ეს კრიზისი ყოველ დღე კიდევ უფრო დამძიმდება და უფრო და უფრო გაუჭირდებათ. გამოაგორეს თავისი მონები და დაიწყეს უკვე ლაპარაკი, რომ უნდა ჩაკეტონ, ეს პირდაპირ ემსახურება იმას, რომ არ უნდათ, რომ პროტესტი ჰქონდეთ ქუჩებში. დაიწყეს ლაპარაკი, რომ აქციების გამოა ამდენი ხალხი ინფიცირებული, არადა ვიცით, რის გამოც არის. ვერანაირი კოვიდსიტუაცია ბიძინა ივანიშვილს ვერ უშველის, კოვიდი უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა გავუფრთხილდეთ. პირბადით, დისტანციით უნდა ვიყოთ მაქსიმალურად, ჩვენ არცერთი დასაკარგი მოქალაქე არ გვყავს,“ -განაცხადა მაქარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს