ანზორ ბიწაძე - ხელისუფლებას აუცილებლად დავათმობინებთ და გავისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსვლელში

პროტესტი გაგრძელდება გამარჯვებამდე და არ მგონია, რომ ეს გამარჯვება შორს იყოს, - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თამარ ჟვანია და ირაკლი კობახიძე სისხლის სამართლებრივი პასუხისგებით დაასრულებენ არჩევნების გაყალბების საკითხს.

“ესენი არიან ქართველი ხალხის ნებისა და ხმის ოკუპანტები და ისინი დაასრულებენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დაბრუნებას ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. შევპირდით ჩვენს ხალხს, რომ დავიცავდით მათ ხმებს? - ვასრულებთ ჩვენს სიტყვას და აუცილებლად, დავათმობინებთ ხელისუფლებას არჩევნებს და გავისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსვლელში”, - განაცხადა ბიწაძემ.

ამასთან ანზორ ბიწაძემ ახალგაზრდებს, რომლებიც “ქართულ ოცნებასთან” ასოცირდებიან, მოუწოდა დაასრულონ ამ ორგანიზაციაში საქმიანობა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია