"სოციალური სამართლიანობისთვის" თამარ ჟვანიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს

პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას წინააღმდეგ, 7 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისის გენერალურ პროკურატურაში სარჩელს შეიტანს. "სოციალური სამართლიანობისთვის" სარჩელის შინაარსს ასაჯაროებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ისინი ითხოვენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, კომისიის მდივანს და გამოვლენილ მთვლელებს.

„მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სსსკ 164 და 1643 მუხლების დარღვევით. რაც გამოისახა ხმის მიცემის ფარულის დარღვევა, ხმების არასწორად დათვალასა და არჩევნების შდეგების არასწორ შეჯამებაში. რასაც საბოლოო შედეგად მოჰყვა არჩევნების გაყალბება. ჩვენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა და ხმა მივეცით "სოციალური სამართლიანობისთვის", საარჩევნო ნომერი "34". საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებში არ არის ასახული შესაბამისი ხმა. ვითხოვთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, კომისიის მდივანს და გამოვლენილ მთვლელებს. გამოძიების შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა