აინარს კატკოვსკისი საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მიესალმება

საქართველოს პარლამენტთან ინტერ-დისციპლინარული ურთიერთობების ჯგუფის თავმჯდომარე, აინარს კატკოვსკისი მიესალმება საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, აინარს კატკოვსკისმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წერილით მიმართა ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეა მაისურაძეს. კატკოვსკისი წერს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლება უმეტესწილად იყო დაცული ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან მომდინარე გამოწვევების მიუხედავად, რაც წარმატებით იქნა დაძლეული.

წერილში, ის გამოთქვამს იმედს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციები შესრულდება 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე რაუნდისას.

„ნება მიბოძეთ გამოვხატო რწმენა, რომ ლატვიასა და საქართველოს შორის არსებული და ჯეროვნად განვითარებული ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას უდიდესი პოტენციალი გააჩნია ორივე ერის სასარგებლოდ. გარწმუნებთ ჩემს უდიდეს პატივისცემაში და მოუთმენლად ველი ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ განვითარებას“, - წერს აინარს კატკოვსკისი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა