საფრანგეთში კორონავირუსის 58 046 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 58 046 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ვირუსს საფრანგეთში კიდევ 363 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 39 037-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების პერიოდიდან საფრანგეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 1 601 367 შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა