ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ქარიშხალ „ეტას“ მსხვერპლი 70-მდე გაიზარდა

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ქარიშხალ „ეტას“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ყველაზე მეტი დაღუპული გვატემალაშია, სადაც სტიქიას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყნის პრეზიდენტის ალეხანდრო ჯამატეის განცხადებით, ქალაქ სან-კრისტობალ ვერაპაზის მიდამოებში ქარიშხლისგან გამოწვეულმა ღვარცოფმა 25-მდე სახლი „ჩაყლაპა“.

მძიმე მდგომარეობაა მეზობელ ჰონდურასშიც. სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ დადიან ადამიანები ჰონდურასის დატბორილ ქუჩებში. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიას ქვეყანაში სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ქარიშხალს ნიკარაგუაში 2 მოზარდი შეეწირა.

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ქარიშხალი „ეტა“ 2 დღის წინ დაატყდა თავს. მეტეოროლოგების ცნობით, „ეტა“ ამერიკის კონტინენტზე 2020 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალია და სიძლიერით მე-4 კატეგორიას მიეკუთვნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა