სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IV, X, Xა კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მოკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების IV მოკრორაიონის, თემქის დასახლების IV კვარტლის, მუხიანის ნაკვეთების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, ლურჯი ქედის, საგუბარის, ლევან რჩეულიშვილის, გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის, ქუჯი ერისთავის, ავჭალის, ანაპის 414-ე დივიზიის, ალეკო გობრონიძის, ლერი ლაგურაშვილის, რეზო გაბაშვილის, ამირან ბობოხიძის, ავშნის, ევგენი ღვალაძის და ქობის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების და გლდანი-მუხიანის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს