ავლაბრის მეტროსთან „ნაცმოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან, საიდანაც საავტომობილო მსვლელობით ოთხ ლოკაციაზე გაემართებიან

ავლაბრის მეტროსთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. ადგილზე შეკრებილი აქტივისტები საავტომობილო მსვლელობით ოთხ ლოკაციაზე გაემართებიან.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბესო გაზდელიანმა განაცხადა, დღევანდელი მსვლელობით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ „გაყალბებულ და მოპარულ არჩევნებს”. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

„დღევანდელი მსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ გაყალბებულ და მოპარულ არჩევნებს, ხოლო კვირას, 15:00 საათზე, ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ სპეცოპერაციის გამო, რაც ჩაუტარა ქართველ ხალხს. დღევანდელი ავტომსვლელობა რამდენიმე ლოკაციას მოიცავს: ერთ-ერთი არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამის შემდგომ დავიძვრებით მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით, შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და იქიდან გავემართებით ბიძინა ივანიშვილის სასახლისაკენ”, - აღნიშნა ბესო გაზდელიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს