აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - სომხეთის მიერ დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად 92 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული

27 სექტემბერიდან დღემდე სომხეთის მიერ დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად დაღუპულია 92 მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული მოქალაქეების რაოდენობა 400-ს აჭარბებს.

„გარდა ამისა, სერიოზულად დაზიანებული ან დანგრეულია 504 სამოქალაქო ობიექტი, 100 მრავალბინიანი კორპუსი და 3 064 სახლი“, - აცხადებენ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურაში.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა