„კლინიკა ნიუმედი“ დასაქმებულებს და სტუდენტებს Covid 19-ის დიაგნოსტიკას უფასოდ ჩაუტარებს

„კლინიკა ნიუმედი“ დასაქმებულებს და სტუდენტებს Covid-19-ის დიაგნოსტიკას უფასოდ ჩაუტარებს. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამა შეეხება დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს რისკ ჯგუფს წარმოადგენენ. კერძოდ, მომსახურების სფეროსა და სხვადასხვა პროფილის საწარმოების კონტინგენტს, სადაც კონტაგიოზურობის მაღალი რისკი არსებობს, ასევე სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლებს და სტუდენტებს.

„ იმისთვის, რომ გაიგოთ ხართ თუ არა პროგრამის ბენეფიციარი, უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://www.newmed.ge/?page_id=426 წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში ბენეფიციარს დაუკავშირდება შესაბამისი მენეჯერი და „კლინიკა ნიუმედში“ მოსარგებლედ საბოლოო რეგისტრაციის შემდეგ სწრაფი ტესტით უფასოდ ჩაუტარდება Covid-19-ის დიაგნოსტირება, რომლის პასუხი 15 წუთში იქნება. ტესტი აჩვენებს არა მხოლოდ იმას, მიმდინარედ გაქვთ თუ არა COVID 19, (ამ შემთხვევაში ტესტზე პოზიტიური იქნება M ნიშნული), არამედ წარსულში გადატანილი გაქვთ ,თუ არა კოვიდინფექცია(ამ შემთხვევაში ტესტზე დადებითი იქნება G ნიშნული )“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს