CNN  - ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენი 917 ხმით ლიდერობს

ჯორჯიის შტატში პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 917 ხმით უსწრებს, თუმცა ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჯორჯიის შტატში გამარჯვება კანდიდატისთვის საარჩევნო კოლეგიაში 16 ხმის მოპოვებას ნიშნავს.

CNN-ის ინფორმაციით, ჯორჯიისა და პენსილვანიის შტატებში გამარჯვების მოპოვების გარეშე მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, კოლეგიაში გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმის მოპოვებას ვერ მოახერხებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 253 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 213.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა