ეკატერინე ტიკარაძე - ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან

ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოპოზიციასთან შეთანხმება ცივილური ფორმებით არის შესაძლებელი. მინისტრი მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს პირადი ინტერესები ბოროტად არ გამოიყენონ.

„ჩვენ ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს მნიშვნელოვანია. ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად, არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები. არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში. ეს არის დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“,-განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის მასშტაბით აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა