ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტების აქცია დასრულდა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან "გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშიას" აქტივისტების საპროტესტო აქცია დასრულდა. აქტივისტები სოლოლაკში, ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მანქანების კოლონით მივიდნენ. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

აქტივისტების განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ბიზნესცენტრთან რამდენჯერმე გასოლის ხმა გაისმა, თუმცა ჯერჯერობით არ არის გარკვეული რა ტიპის იარაღიდან მოხდა გასროლა. ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან სამართალდამცავები.

აქტივისტებმა დღეს დილიდან მანქანების კოლონით მსვლელობა დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე მოაწყეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო