ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების 74% სიმპტომიანი პაციენტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების 74% სიმპტომიანია.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ეპიდსიტუაცია რთულდება.

„დღეს, 10 - თვიანი ისტორიის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი გვაქვს. ყველაზე მეტი შემთხვევა - 1044 გამოვლინდა თბილისში, აჭარას იმერეთმა გადაასწრო და გვაქვს 526, აჭარაში - 503, ქვემო ქართლში - 207, შიდა ქართლში - 177, გურიაში - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 74%, ანუ 2056 სიმპტომიანი გახლავთ. ერთი მხრივ კარგია, რომ სიმპტომიანი პაციენტები აქტიურად მიდიან სამედიცინო დაწესებულებებში გამოსავლენად, რადგან დროულად ხდება გამოვლენა და იზოლირება“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა