ვაკის საოლქო კომისიასთან აქციაზე დაკავებული "ნაცმოძრაობის" აქტივისტის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გადაიდო

ვაკის საოლქო კომისიასთან აქციაზე ზვიად კუპრავასთან ერთად დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გადაიდო. ამის შესახებ რურუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამცველები წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, თუმცა მტკიცებულებები არ აქვთ.

"მედავებოდნენ წინააღმდეგობის გაწევას, რისი ფაქტიც საბედნიეროდ არ აქვთ. სიტყვიერ შეურაცხყოფასაც ამბობდნენ, მაგრამ ამის მტკიცებულებაც არ ჰქონდათ. შესაბამისად, ვნახოთ რა იქნება. მტკიცებულებების არქონის გამო ჩემი სასამართლო პროცესი გადაიდო. ძალიან დიდი გაყალების ფაქტებია, სანაგვე ურნიდან ამოვიღეთ ბიულეტენები", - განაცხადა გიორგი რურუამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაკის საოლქო კომისიასთან აქციაზე ზვიად კუპრავასთან ერთად სამი პირი დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა