ლევან სამუშია - დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში 99 უბანი იყო და 88 ოქმზე ბალანსი არ დაჯდა, სწორედ ამიტომ, სასამართლოში სარჩელი შევიტანე

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში 99 უბანი იყო და 88 ოქმზე ბალანსი არ დაჯდა, სწორედ ამიტომ, სასამართლოში სარჩელი შევიტანე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" წევრმა ლევან სამუშიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების წარმოუდგენელი მასშტაბებია.

„ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის გაყალბებულ არჩევნებს ვასაჩივრებთ. განურჩევლად ყველა ოლქისა, მასობრივადაა დარღვევები. მე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქთან დაკავშირებულ დარღვევებზე შევიტანე სასამართლოში სარჩელი. მინდა გითხრათ, რომ 99 უბანი იყო დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში და 88 ოქმზე ბალანსი არ დაჯდა. საოლქო კომისიას მივმართეთ და სარჩელი განუხილველად დატოვა. სასამართლოს ვთხოვთ, აღნიშნული განკარგულების ბათილად ცნობას, რადგან ხელახლა დაავალოს განსახილველად საოლქო კომისიას“, - განაცხადა სამუშიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა