ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტთან ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტთან ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. ისინი ადგილზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

ბიზნესცენტთან მყოფი აქტივისტების განცხადებით, სროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა ისინი აქციას მართავდნენ, რითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

როგორც ჟურნალისტებს აქციის მონაწილე ბესიკ გაზდელიანმა განუცხადა, ბიზნესცენტრთან სროლის ხმა დაახლოებით ხუთჯერ, აქტივისტების დასაშინებლად გაისმა.

"ვიღაცამ გაისროლა, როგორც ჩანს, ალბათ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო. ამოიარა მანქანით. ვერ დავინახეთ, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვის საშუალება აქვს კამერას, რომელიც ყოველ ნაბიჯზეა. დაახლოებით 5- ჯერ გაისროლა ვიღაცამ აქ მყოფი პროტესტანტების დასაშინებლად", - განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს