პაატა იმნაძე - დღეს, 125 ავად გამხდარიდან ერთი იღუპება, რამდენი 125-ით მეტი ინფიცირებული იქნება, იმდენით მეტი ადამიანი დაიღუპება

დანის პირზე გვიწევს სიარული, შეზღუდვები იყოს ისე, რომ თან ქვეყანაში ეკონომიკა ფუნქციონირებდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ყველაფერი კეთდება, რომ დაწესებული შეზღუდვები პოლიტიკასთან კავშირში არ იყოს.

„ჩვენ ვართ ისეთ პერიოდში, როდესაც ყოველგვარი შეზღუდვა აღიქმება პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად. ამ დროს ყველაფერი ისე კეთდება, რომ აღქმაშიც არ იყოს, რომ ეს არის პოლიტიკურთან რაიმე კავშირში. ამ გზით უნდა ვიაროთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ მკაცრი შეზღუდვები დავაწესოთ. დანის პირზე გვიწევს სიარული, შეზღუდვები იყოს ისე, რომ თან ქვეყანაში ეკონომიკა ფუნქციონირებდეს. იმედია, ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს იმასაც, რომ ეს არის რეალობა. დღეს 125 ავად გამხდარისგან ერთი იღუპება. რომ გადავითვალოთ, ყოველი 125-დან ერთი დაიღუპება. რამდენი 125-ით მეტიც იქნება, იმდენით მეტი დაიღუპება“,- განაცხადა იმნაძემ.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)