მამუკა მდინარაძე - მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც მოთმინებით და მაქსიმალური პროფესიონალიზმით აღკვეთეს რადიკალური ძალების დესტრუქციული ქმედებები, ეს ადამიანები გმირები არიან

პოლიციელები გმირები არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად პოლიციის ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომლებიც მართლწესრიგს იცავენ და რადიკალური ძალების დესტრუქციული ქმედებები, მოთმინებით და მაქსიმალური პროფესიონალიზმით კანონით დადგენილი ნორმების დაცვით აღკვეთეს.

კარგად გესმით ალბათ, რომ ძალიან რთულია, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველგვარი რეგულაციის დაცვის გარეშე, პირბადეების გარეშე ესაუბრებიან, პრაქტიკულად ძალადობენ და ძალადობის და შეურაცხყოფის ზღვარზე გადიან სპეციალურად ეს მომიტინგეები. ამ დროს პოლიციელს უწევს განსაკუთრებული თმენის ვალდებულების გამოჩენა და უწევს მართლწესრიგის დაცვა ასეთ რთულ პირობებში, რისთვისაც ბუნებრივია თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ.

პოლიციელები ჩვენ გვიცავენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს და ამ ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას. იქ მუშაობენ გმირი ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ, ამ რაღაცა ბინძურ დესტრუქციას უძლებენ მოთმინებით და მეორე მხრივ, მეორე წუთში ტყვიას უშვერენ შუბლს. ეს ბიჭები არიან გმირები. არაერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ესენი არიან გმირები.

თავის სახელი უნდა დავარქვათ ყველაფერს. რთულია, ქართველი კაცისთვის რთულია იმის მოთმენა, რაც იქ ხდება და სპეციალურად ვინც ამას ახორციელებს, ზღვარზე კანონდარღვევის, მორალის, შეურაცხყოფის. მორალის ზღვარი დაცული არ აქვთ. კანონდარღვევის ზღვარზე ისე, რომ ადმინისტრაციული დარღვევაა, სისხლის სამართლის სფეროა, აი სადღაც აქ მოქმედებენ, კარგად არიან ამაში გაწვრთნილები და ცდილობენ, რომ პროვოკაციაზე წამოიკიდონ და ამას ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ პოლიცია დაკომპლექტებულია ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, გმირებით და მეორეს მხრივ, პროფესიონალებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო