ანზორ ბიწაძე ბიზნესცენტრთან გასროლაზე - სურთ ხალხმა იფიქროს, რომ არეულობაა მოსალოდნელი და შეშინდეს, ეს უტვინო ადამიანის დაგეგმილია

სურთ ხალხმა იფიქროს, რომ არეულობაა მოსალოდნელი და შეშინდეს, ეს ძალიან უტვინო ადამიანის დაგეგმილია, არ გამოვრიცხავ კობახიძის ავადმყოფ თავში მოიხარშა ეს ყველაფერი, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გასროლის ფაქტს.

ბიწაძის განცხადებით, მსგავსი პროვოკაციების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის.

,,ვიღაც პროვოკატორს გაასროლინეს, იმიტომ, რომ კარგად იციან, კვირას, 15:00 საათზე ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს გამოსვლას. სურთ ხალხმა იფიქროს, თითქოს ვიღაც დესტაბილიზაციას, ან ძალადობრივ სცენარს გეგმავს, არეულობაა მოსალოდნელი და შეეშინდეს ქუჩაში გამოსვლა. ეს ძალიან უტვინო ადამიანის დაგეგმილია, არ გამოვრიცხავ კობახიძის ავადმყოფ თავში მოიხარშა ეს ყველაფერი. ყველაფერი დასრულდება ძალიან მშვიდობიანად და ბიძინა ივანიშვილი იძულებული იქნება ქართველ ხალხს დაუთმოს და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. მინდა ქართველ ხალხს მოვუწოდო, მობრძანდეს საპროტესტო აქციაზე, ყველაფერი ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და ხალხმრავალი პროტესტის ფონზე ჩვენ მივიღებთ ახალი არჩევანის გაკეთების საშუალებას საქართველოში. მსგავსი პროვოკაციების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის და ამას ჩვენი ხალხი არ იმსახურებს“, - აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.

ცნობისთვის, ბიზნესცენტთან მყოფი აქტივისტების განცხადებით, სროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა ისინი აქციას მართავდნენ, რითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. როგორც ჟურნალისტებს აქციის მონაწილე ბესიკ გაზდელიანმა განუცხადა, ბიზნესცენტრთან სროლის ხმა დაახლოებით ხუთჯერ, აქტივისტების დასაშინებლად გაისმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს