ოთარ კახიძე - 969 უბანზე არჩევანი გარეთ კეთდებოდა და მოქალაქეებს უკვე შემოხაზულ ბიულეტენებს ატანდნენ

969 უბანზე არჩევანი გარეთ კეთდებოდა და მოქალაქეებს უკვე შემოხაზულ ბიულეტენებს ატანდნენ. სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ცესკო-ს წარმომადგენლებმა ერთიანები ოთხიანებად გადააკეთეს და ხუთიანები რვიანებად.

"მთავარი დარღვევა, ოლქების გადასწორებაა. როდესაც ჩვენ ამ ურნების გახსნა მოვითხოვეთ, არ დაგვიკმაყოფილეს. შეცვალეს რიცხვები და ეს არაა კანონიერი ქმედება. ვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, მოვედით სასამართლოში და კვირას, 15:00 საათზე, "რუსთაველის გამზირზე" გავდივართ, რომ ჩვენი ხმები დავიცვათ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ 969 უბანზე არჩევანი გარეთ კეთდებოდა და მოქალაქეებს უკვე შემოხაზულ ბიულეტენებს ატანდნენ. ეს არ იყო ფარული კენჭისყრა, ეს არ იყო თავისუფალი არჩევანი. ეს იყო ივანიშვილის მიერ დაორგანიზებული სპეცოპერაცია, ესეც რომ არ ეყოთ დაშინება, შანტაჟი, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს. ესეც რომ არ ეყოთ ერთიანები ოთხიანებად გადააკეთეს და ხუთიანები რვიანებად", - განაცხადა კახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა