მამუკა მდინარაძე - სირცხვილია, რომ გიორგი ბარამიძე იყო ქვეყნის შს მინისტრი და დღეს პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს

სირცხვილია, რომ გიორგი ბარამიძე იყო ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და დღეს პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბარამიძე ცდილობს "ზღვარზე გაიაროს".

„როდესაც გია ბარამიძეს ვუყურებ, როგორ ცდილობს, რომ ზღვარზე გაიაროს და პროვოკაციულად ხელი ისე მიარტყას, რომ არ დამირტყამსო თქვას და მართლაც, შეიძლება საკამათო იყოს ის, ფიზიკური შეურაცხყოფა იყო თუ შეურაცხყოფის მცდელობა, ეს ადამიანი რომ იყო ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არის უდიდესი სირცხვილი. კაცი, რომელიც ლაპარაკობდა, 8 აგვისტოს შემდეგ რუსეთს სახის შენარჩუნების საშუალება მივეცითო, სხვა ცოდვებზე აღარაფერს ვლაპარაკობ. ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, რომ ამ ქვეყანაში ეს ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს რომ პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს