ნინო ლომჯარია - ცალკეულ შემთხვევებში, რაც საარჩევნო უბნებზე მოხდა, არჩევნების ფალსიფიცირება და გაყალბება ჰქვია, რაშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ვხედავ

ცალკეულ შემთხვევებში, რაც საარჩევნო უბნებზე მოხდა, არჩევნების ფალსიფიცირება და გაყალბება ჰქვია, რაშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად ვხედავ , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ლომჯარიას შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნების მთავარი პრობლემა ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილ სერიოზულ ხარვეზებში მდგომარეობდა. მისი თქმით, უფრო ცუდი იყო კენჭისყრის შეჯამება და ხმის დათვლის პროცესი, ვიდრე არჩევნების დღე, რაც თავის მხრივ, არა ერთი დარღვევით ხასიათდებოდა.

“საარჩევნო ოქმებში დაფიქსირებული სერიოზული დისბალანსი, შემაჯამებელ ოქმების გადასწორება და სხვა პრობლემები, ნამდვილად მასშტაბური იყო. მისულ ამომრჩეველთან შედარებით გადაჭარბებული ბიულეტენების რაოდენობა საარჩევნო უბნების 8%-ში გვხვდება, თუმცა როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამბობენ, ეს ერთი ტიპის დარღვევებია. არის სხვა ტიპის სერიოზული პრობლემები, როდესაც ხელმოწერების რაოდენობები არ ემთხვევა, როდესაც ოქმები თვითნებურად სწორდებოდა, რისი უფლებაც საარჩევნო კომისიის წევრებს არა აქვთ. იყო სხვა ტიპის დისბალანსიც. ამიტომ პროტესტი და მოთხოვნები, რაც საზოგადოებაში ისმის, არის სამართლიანი და სამართლებრივად დასაბუთებული“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის აზრით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი ამ ეტაპზე საარჩევნო კომისიების იმ წევრების მიმართ არსებობს, ვინც შემაჯამებელი ოქმები გააყალბეს. რაც შეეხება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობის საკითხს, ლომჯარია აცხადებს, რომ მას, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირს, აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სისტემური თუ ფართომასშტაბიანი დარღვევების გამო.

ლომჯარია ასევე აცხადებს, რომ თამარ ჟვანიას მხრიდან სწორ სამართლებრივ გზავნილებს ადგილი არ ჰქონია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო