თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სასტუმროებში ის პაციენტები განთავსდებიან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ, თუმცა რისკის ფაქტორები აქვთ

გაძლიერდება სასტუმროების როლი. სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინასა და ჰოსპიტალს შორის,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის კლინიცისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სასტუმროებში ის პაციენტები განთავსდებიან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ, თუმცა გარკვეული რისკის ფაქტორები აქვთ და დაკვირვებაა საჭირო.

მისივე თქმით, სასტუმროებში პაციენტს გამოკვლევებიც ჩაუტარდება და თუ საჭირო იქნება მსუბუქი მკურნალობაც.

„ სასტუმროები თუ აქამდე ერთგვარად ბინის ექვივალენტის როლს ასრულებდნენ და ბინასა და სასტუმროებში განაწილება ხდებოდა იმის მიხედვით, ვის არ ჰქონდა ბინაში იზოლაციის პირობები, ახლა სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინასა და ჰოსპიტალს შორის არა მარტო იზოლაციის, არამედ მოვლის და მკურნალობის თვალსაზრისით. სასტუმროში გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად. ესეც საქართველოს "ნოუ ჰაუა". არცერთ ევროპულ ქვეყანაში, არც აშშ-ში მსგავსი რამ არაა და იქ სასტუმრო მხოლოდ საკარანტინე ფუნქციებს ასულებს. ესაა დღევანდელი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება“,-აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების როლი და სამომავლოდ გათვალისწინებულია, რომ ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ყველა ექიმი იყოს აღჭურვილი სათანადო ცოდნით ბინაზე დატოვებული კოვიდ პაციენტების სამართავად.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა