ნინო ლომჯარია - თამარ ჟვანიას მხრიდან სწორ სამართლებრივ გზავნილებს ადგილი არ ჰქონია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირს, აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სისტემური დარღვევების გამო.

ომბუდსმენის აზრით, თამარ ჟვანიას მხრიდან სწორ სამართლებრივ გზავნილებს ადგილი არ ჰქონია.

“სწორი იქნებოდა, საჯაროდ მოუწოდებდეს ქვემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციებს, რომ გადაითვალოს ყველა პრობლემური საარჩევნო უბანი, გაიხსნას საარჩევნო მასალა, თუმცა მისი მხრიდან ამგვარ მოწოდებებსა და განცხადებებს ვერ ვხედავთ. ის ძირითადად აპელირებს, რომ ხდება ოქმების ჩასწორება. სწორედ ჩასწორების პროცესია პრობლემატური. არ შეიძლება ოქმების ჩასწორება მხოლოდ კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების საფუძველზე. ამას გადათვლა, გადამოწმება და რეალური შედეგების დადგენა სჭირდება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე სახელისუფლო პარტიის ზეწოლას არ გამორიცხავს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცესკო ვალდებულია მოქმედებდეს როგორც ობიექტური და ნეიტრალური უწყება.

“ცესკო როგორც დამოუკიდებელი მუდმივმოქმედი ორგანო იმისთვის არსებობს და იმისთვის იღებს საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებას, რომ ასეთ ზეწოლებს გაუძლოს და გადამწყვეტ მომენტში სწორი, სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილებები მიიღოს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს